ტექნოლოგია სიახლეები

Global Tech Weekend Tbilisi 2025 - Powered by TBC

ივნისი 25, 2025

რამდენი დრო გაგვიტარებია Netflix-ის ყურებაში? რამდენჯერ გვითამაშია Tetris ან Atari? როგორია Roblox-ის სამყაროში ჩაძირული Gen Z-სა და Alpha-ს ყოველდღიურობა? - ამ კითხვებს ერთი პასუხი აერთიანებს - ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.


სწორედ ამ სამყაროს მიეძღვნა Global Tech Weekend Tbilisi 2025, ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება, რომელსაც 20-21-22 ივნისს, თბილისმა, თიბისის მხარდაჭერით უმასპინძლა. 


3 დღიანი თავგადასავალი იმ ადამიანებმა შექმნეს, რომლებიც იმ ციფრულ რეალობას აშენებენ, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ღონისძიების სტუმრებს კი მათთან შეხვედრის, სწავლისა და მათგან ინსპირაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

Global Tech Weekend 2025 - ის 3 დღე მინი სესიებს, შთამაგონებელ გამოსვლებს, ვორქშოფებს, meet & greet-ებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებდა, რომლებიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის და არამხოლოდ, დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.


ამ ბლოგში გაგაცნობთ ინფორმაციას თიბისის სპიკერებსა და მათ მომზადებულ თემებზე. გაიგებთ, რა გამოცდილებას სთავაზოდა თიბისი სტუმრებს სხვადასხვა სივრცეში.

ღონისძიება Side სესიებით 20 ივნისს Room-ს სასტუმროს D Block-ში დაიწყო, სადაც თიბისის მონაცემთა მეცნიერები და დეველოპერები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდნენ სტუმრებს. 


არჩილ ქსოვრელმა ისაუბრა თემაზე: ,,მოდელირების ავტომატიზაცია და მისი ბენეფიტები” - როგორ ეხმარება ავტომატიზაცია მონაცემების დამუშავების პროცესს ეფექტიანად და სწრაფად.


ლევან ანთაშვილმა წარადგინა თემა: ,,ვალიდაცია მანქანურ სწავლაში” - ყურადღება გაამახვილა მოდელების სიზუსტისა და საიმედოობის შეფასების მეთოდებზე.


შაკო ტურაშვილი გვესაუბრა თემაზე: ,რთულიდან მარტივამდე: აღმოაჩინე .Net Aspire”, ის მოგვიყვება, როგორ შეუძლია .NET Aspire-ს, იყოს დეველოპერების საუკეთესო მეგობარი რეალურ პროექტებში. 

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია, სახელწოდებით "Shaping The New Era", 21 ივნისს Radio City | District 4-იდან გაიხსნა და 3000-ზე მეტი სტუმარი, 100-ზე მეტ პარტნიორი კომპანია და 80 სპიკერი გააერთიანა, სხვადასხვა ქვეყნიდან. 


ორი მთავარი სცენიდან - Visionary და Innovation Stage - თიბისის სპიკერებმა შთამაგონებელ, საინტერესო და აქტუალურ თემებზე ისაუბრეს და როგორც სტუმრებს, ისე სხვა მომხსენებლებსაც გაუზიარეს გამოცდილება. 

,,ასეთი კონფერენციები საქართველოსა და რეგიონისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან, უპირველესად, საშუალებას იძლევა, რომ საინტერესო ადამიანებმა ერთმანეთიგაიცნონ და გააჩინონ ახალი შესაძლებლობები, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ბიზნეზებისთვის. 


ქვეყანასა და რეგიონში თიბისის როლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთ პლატფორმებს მხარი დავუჭიროთ, გვერდში დავუდგეთ და განვავითაროთ, რადგან ტექნოლოგიური დღის წესრიგი ახლა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია” - ნიკა ქურდიანი - GTWT 2025-ის მნიშვნელობის შესახებ. 

VISIONARY STAGE

ნიკა ქურდიანმა, თიბისი უზბეკეთის გენერალურმა დირექტორმა, გააზიარა გამოცდილება, თუ როგორ იქმნება ციფრული ბანკი საქართველოში, გადის ახალ, უფრო მასშტაბურ ბაზარზე უზბეკეთში და 5 წელიწადში აღწევს 0-დან 20 მილიონამდე მომხმარებელს. 


 გიორგი ყანჩაველის, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერის გამოსვლის მთავარი თემა „შოპინგ მოლის სტრატეგია ციფრული ბანკინგის განვითარებაში“ იყო. ის დაეხმარა მსმენელს გაეგო, როგორ იქმნება ადამიანზე მორგებული ციფრული ეკოსისტემები, როგორ ერწყმის ონლაინ და ოფლაინ გამოცდილება საბანკო სტრატეგიაში და როგორ აისახება ეს ყველაფერი მომხმარებლის ქცევასა და ბიზნესის ზრდაზე.


FLITT-ის CEO, გიორგი ქუთათელაძე, პანელურ დისკუსიაში ჩაერთო, თემაზე: „გადახდებისა და ღია ბანკინგის მომავალი: შეუფერხებელი ფინანსური გამოცდილების შექმნა“. გიორგიმ ისაუბრა ტრანსფორმაციზე, რასაც თანამედროვე ფინტექ კომპანიები გადიან მომხმარებელზე ორიენტირებული, მოქნილი და სწრაფი ფინანსური გამოცდილებების შესაქმნელად.

INNOVATION STAGE

ვასო მახარაშვილი, თიბისის დეველოპერი/ ასოცირებული პარტნიორი წარსდგა თემით - „როცა იწყებ გვიან და წარმატებას აღწევ სწრაფად: სწორი ღირებულებების ძალა პროგრამულ ინჟინერიაში”. ვასომ აუდიტორიას გაუზიარა, როგორ არასდროსაა გვიანი, იპოვო შენი მოწოდება და შეცვალო შენი ცხოვრება.


დღის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი გახლდათ Grace Hopper Award-ის გამარჯვებულების, ტექნოლოგიებში ლიდერი ქალების პანელი - ,,რა იქნება ხვალ: გრეის ჰოპერის დაჯილდოების გამარჯვებულები ტექის სამომავლო შესაძლებლობების შესახებ”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: მარიამ მჭედლიშვილი (CO-CEO, COO @ Charte.ge), ქეთი ვაჩიბერიძე (CEO & Co-Founder @ Storera), ანასტასია კვინიკაძე (Director of Engineering @ Impel AI) ნინუცა ნანიტაშვილი (Tech & Startup Evangelist, Co-Founder of Grace Hopper Award).

TBC Experience Zone | თიბისის გამოცდილების ზონა

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე თიბისის ბრენდ ზონა სტუმრებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობდა. დღის განმავლობაში იქ სტუმრებს დახვდათ:


  • მოსასვენებელი ზონა
  • ფოტოზონა, სადაც დამსწრეებს ტექ ვიქენდის მომენტების აღბეჭდვისა და დაფიქსირების, ფოტოების თან წაღებისა და განსაკუთრებული მომენტების ხანგრძლივად დამახსოვრების შესაძლებლობა ჰქონდათ
  • Happy Hour  - სტუმრებს შეეძლოთ თიბისის ბრენდირებული საჩუქრების მიღება
  • ვორქშოპის კუთხე, სადაც საკუთარი კრეატიულობისა და ინოვაციურობის დახმარებით, სტუმრები თავად ქმნიდნენ ბრენდირებულ ნივთებს 

Global Tech Weekend Tbilisi 2025-მა მომავლის, ინოვაციებისა და პროგრესის იმპულსები ერთ სივრცეში გააერთიანა. თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექ კომპანიისთვის საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარება, ტექ კომუნების გაძლიერება და მხარდაჭერა. ქვეყანაში საერთაშორისო პრაქტიკების და გამოცდილებების შემოტანა და ასევე, საკუთარი ცოდნის გლობალური აუდიტორიისთვის გაზიარება.